მიშლენის შეფ-მზარეული იტალიაში,  ქორწილში 50-ზე მეტი ადამიანის მოწამვლისთვის გაასამართლეს

რიზოტო

იტალიაში მიშლენის შეფ-მზარეულს  პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც მის რესტორანში 53 ადამიანი მოიწამლა ნოროვირუსით (კუჭის გრიპი) ინფიცირებული მოლუსკის ჭამის შემდეგ.

Sky News-ის ცნობით, ინციდენტი 2021 წელს ქორწილის დროს მოხდა.

რესტორანში სტუმრებს რიზოტო მიართვეს, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ საკვები დაბინძურებული იყო ნოროვირუსით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ზამთრის ღებინება".

სასამართლომ მზარეულს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანებისა და საშიში საკვები ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით.

რა არის ნოროვირუსი

ნოროვირუსული ინფექცია („კუჭის გრიპი“) მწვავე ვირუსული დაავადებაა, ძირითადი სიმპტომებია ღებინება, ტკივილი მუცლის არეში და ფხვიერი განავალი, ნაკლებად ხშირად - სხეულის გამოხატული ტემპერატურული რეაქცია, რესპირატორული გამოვლინებები.

ინფექციის ერთ-ერთი გზაა საკვები - გაურეცხავი ხილის ან პროდუქტების ჭამის გამო.

ასევე ნახეთ:

„ახალი სამსახური, რომანტიკული შეხვედრები, საინტერესო თავგადასავლები“ - აპრილში, ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი დიდ წარმატებას მიაღწევს

„შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში“ - რა გელით უახლოეს დღეებში