„შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში“ - რა გელით უახლოეს დღეებში

საფულე

ვერძი

ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. შესაძლოა დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ძველი სასიყვარულო ურთიერთობის გამო შესაძლოა კამათი მოგივიდეთ საყვარელ ადამიანთან.

კურო

გაიზრდება საქმიანი გადაადგილებები. დადებითად შეიცვლება ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეცადეთ დაგეგმილზე მეტი ხარჯი არ გასწიოთ. გზებზე მოძრაობისას არ გარისკოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უმიზეზოდ ნუ გააბრაზებთ საყვარელ ადამიანს.

ტყუპები

იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ საქმეში რისკს. თავს მეტად ენერგიულად იგრძნობთ. შესაძლოა მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყაროებიც. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად. კარგი დროა მოგზაურობისთვისაც.

კირჩხიბი

აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

ლომი

გაურკვევლობის შეგრძნება სამომავლო გეგმების დასახვაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. სჯობს ეს პერიოდი ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.

ქალწული

არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. დინჯი და გააზრებული მოქმედებები მიზანთან ადვილად მიგაახლოებთ. პატივი ეცით სხვის აზრს. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება. ასევე წაიკითხეთ