„ეს მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ასტროლოგი ასახელებს რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი
1769407185
მინეაპოლისში დემონსტრაციები გრძელდება. მოქალაქეები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრის მიერ 37 წლის მამაკაცის, ალექს პრეტის მკვლელობას აპროტესტებენ. ეს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მინესოტაში ძალოვანების მიერ ანტისაიმიგრაციო რეიდის დროს მოქალაქის მკვლელობის მეორე ფაქტია.
მოკლული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მედიკოსად მუშაობდა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფედერალურ აგენტებს ის ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და სამართალდამცავების "მასობრივი მკვლელობის მოწყობას"" გეგმავდა.
როგორც მედია წერს, აღნიშნულმა ოფიციალურმა ვერსიამ აღშფოთება გამოიწვია ადგილობრივ სამართალდამცველებში, მინეაპოლისის მოსახლეობის დიდ ნაწილსა და დემოკრატ კანონმდებლებში, რადგან ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პრეტის ხელში ტელეფონი უჭირავს და არა იარაღი.
მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის გამო ქალაქის მერი და შტატის გუბერნატორი, შტატების პრეზიდენტმა აჯანყების წაქეზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "აჯანყების შესახებ აქტის" ამოქმედებას განიხილავს. ეს მეცხრამეტე საუკუნის კანონი შტატების ტერიტორიაზე სამართალდამცველი ფუნქციების შეთავსების უფლებას სამხედროებს აძლევეს.