„მინდა, შავად შეღებო“ - ალა პუგაჩოვას სასახლის ახალი მფლობელი იქ დამკრძალავი ბიუროსა და კრემატორიუმის გახსნას აპირებს

ალა

შოუმენმა სტას ბარეცკიმ რია ნოვოსტის განუცხადა, რომ სოფელს, სადაც მან სასახლე იყიდა, სახელს გადაარქმევს. 
„ სოფელს ჰქვია „გრიაზ“. დროთა განმავლობაში ჩვენ გვინდა ამ სოფელს ვუწოდოთ უფრო მზიანი სახელი. ამაზე უკვე ვისაუბრეთ ვორობიოვთან (მოსკოვის ოლქის გუბერნატორთან - რედ.). ის პრინციპში, წინააღმდეგი არ არის. ერთადერთი, რაც დამჭირდება კანონის წესების დაცვა და მცხოვრებლებთან გასაუბრება, რომ ერთად, ავირჩიოთ სახელი და მივიღოთ თანხმობა სოფლის სახელის გადარქმევაზე... რაღაც ისეთი მინდა, სოფელი „იასნაია“, სოფელი რენესანსი. "ნათელი გზა" ასევე კარგი სახელია", - თქვა ბარეცკიმ.

მან აღნიშნა, რომ ციხე გადაკეთდება დაკრძალვის ცენტრად, რომელიც ასევე გადაამზადებს ობლებს და შეასწავლის კრემატორის, მესაფლავისა პროფესიებს. მასში ასევე იქნება კრემატორიუმი, მუზეუმი და სასტუმრო.
„საქმიანი დაკრძალვის ცენტრს ვაკეთებთ... დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ასეთი დავალება... გვინდა, იქ მოვაწყოთ სასწავლო ცენტრი, ვასწავლოთ მოზარდებს, მაგალითად, ობლებს, დაკრძალვის ბიზნესში, კრემატორიუმში მუშაობა.

მუზეუმში იქნება გარკვეული ატრიბუტები. სამგლოვიარო ბიზნესის წარსულიდან, იქნება მესაფლავეების ისტორია... იქნება ძალიან ბევრი საინტერესო რამ და ამაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, არავის არ სურს ამ ამბავს შევეხოთ და ჩვენ მას გავუმკლავდებით, მუზეუმს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, რაღაც ატრიბუტები გვაქვს, ისტორიკოსი მუშაობს... სასტუმრო იქნება... ხალხი მოვიდა, ვთქვათ, საკითხის გადასაწყვეტად, შეიძლება დარჩეს ჩვენთან ერთად. გვექნება კარგი სასადილო ოთახი“, - აღნიშნა შოუმენმა.
ბარეცკიმ განმარტა, რატომ აირჩია პუგაჩოვას ციხე დაკრძალვის ცენტრისთვის. „კარგი ხანია, მოგვწონდა ეს ციხე, რაღაც შენობის ყიდვას აზრი არ აქვს, მაგრამ ციხე მოგვწონდა: კარგი ტერიტორია, კარგი ინფრასტრუქტურა, ბევრი ოთახი, ცივი სარდაფები. ეს ყველაფერი მოგვწონდა და ამიტომ ავიღეთ. უბრალოდ მდებარეობა ნორმალურია და თავიდან ციხე გვინდოდა... ჩვენ წარმოვადგენთ დაკრძალვის ბიზნესს, დაკრძალვას... ყოველთვის იყო ასოციაციები, რომ დაკრძალვის ბიზნესი - არის ციხეებთან, ჩონჩხებთან დაკავშირებული. რასაკვირველია, შეგვეძლო მოსკოვში რაღაც შენობის ყიდვა, ოღონდ ეს ბანალურია... მე საერთოდ მინდა, ციხე შავად შევღებო, რომ მართლაც შავად ანათებდეს“, - ამბობს ბარეცკი.



მანამდე ბარეცკიმ რია ნოვოსტის განუცხადა, რომ ციხის შესყიდვაზე მოლაპარაკებები დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობდა. პუგაჩოვამ დიდი ხნის განმავლობაში უარი თქვა გაყიდვაზე ციხეში „კრემატორიუმის“ მოწყობის იდეის გამო, მაგრამ მოულოდნელად დამთანხმდა. გარიგება შეადგენდა 450 მილიონ რუბლს.