მინდა, იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით - ჯონსონი

ბორის ჯონსონი

ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა, იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ჯონსონის თქმით, ახალ ლიდერს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს.

„პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი. ჩვენი ბრწყინვალე და დარვინისტული სისტემა სხვა ლიდერს გამოიმუშავებს, რომელიც თანაბრად მოწოდებული იქნება ამ ქვეყნის წინ წაწევისთვის რთულ პერიოდებში, არა მხოლოდ ოჯახების დახმარებით, არამედ პირობების გაუმჯობესებით, ბიზნესისთვის და ოჯახებისთვის ტვირთის მოხსნით, დიახ, გადასახადების შემცირებით. ესაა ეკონომიკური ზრდის და შემოსავლების გაზრდის გზა, რომელიც გვჭირდება საჯარო სერვისების დასაფინანსებლად. ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა. პრემიერმინისტრობა ცოდნას გაძლევს, მე ვიმოგზაურე ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე უამრავი ადამიანი უსაზღვრო ბრიტანული ორიგინალობით, რომლებსაც სურთ ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარება. მაშინაც კი, თუ ყველაფერი შეიძლება ზოგჯერ ბნელი ჩანდეს ახლა, ჩვენი მომავალი ერთად ნათელია“, – განაცხადა ჯონსონმა.