"მილიონი ფუნტის ღირებულების მანქანები ვიპოვე, ერთი პრემიერს ეკუთვნოდა" - საიდუმლო ბუნკერში აღმოჩენილი სიმდიდრე

მანქანები

ურბანული მკვლევარი წააწყდა ძვირადღირებულ მანქანებს, რომლებიც მიტოვებულ ავტოფარეხში მტვრით იყო დაფარული. მივიწყებულ მანქანებს შორის შეხვდებით ბრიტანულ კლასიკას Bentley-სა და Bristol Cars. აღმოჩენის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

მანქანებში ასევე წარმოდგენილია ორიგინალური კლასიკური ბრიტანული ტაქსი. მასში შედის პროტონ პერდანაც კი, რომელიც მალაიზიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეკუთვნოდა.

ბენი და ერანი, ურბანული მკვლევრების წყვილია, რომლებიც თავიანთ თავგადასავალს YouTube-ზე აქვეყნებენ.  ისინი „შევიდნენ“ სურეის ავტოსადგომზე და ნანახით გაოგნებულები დარჩნენ.

„მიტოვებული შენობის შესასწავლად გავემართეთ, აზრზეც არ ვიყავით, რა იყო ეს. ამ ადგილის ქვეშ მილიონობით ფუნტის ღირებულების მანქანები ვიპოვეთ“.

დევიდ ფლეტჩერმა, აუქციონერმა, რომელიც ყიდის ავტოფარეხის შიგთავსს, მთლიანი ღირებულება დაახლოებით 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეაფასა.