მილიონერი გაკოტრდა და კურიერად დაიწყო მუშაობა

კურიერი

მალაიზიაში საკვების მიტანის კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი გაკოტრდა და თავადვე გახდა კურიერი. ამის შესახებ Mothership წერს.

40 წლის ინდერა არია ვი ჯინიმ საკუთარი კომპანია 2019 წელს დააფუძნა. პირველივე წელს მან სუფთა მოგების სახით ექვსი მილიონი რინგიტის (დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი) მიღება შეძლო. ჯინიმ სამი ათასზე მეტი კურიერი დაიქირავა, რომლებიც სამ სულთანატში მუშაობდნენ. თუმცა, 2021 წლის იანვრიდან ფირმამ ზარალის განცდა დაიწყო.

ჯინი ამტკიცებს, რომ გარკვეულმა პირმა მისი საკურიერო სამსახურის IP-მისამართის მოპოვება და კონკურენტებისთვის მიყიდვა მოახერხა. მოგება 40 ათას რინგიტამდე დაეცა. მამაკაცს ხელფასების დავალიანების დასაფარად ყველა აქტივის გაყიდვა მოუხდა. მან აღიარა, რომ სრულიად გაღატაკდა და ზოგჯერ ოჯახისთვის საკვებს ქუჩაში ნაპოვნი მონეტებით ყიდულობდა. მეგობრებმა ჯინის ზურგი შეაქციეს, რადგან ეშინოდათ, რომ ფულის სესხებას დაუწყებდა. „ეს მტკივნეული იყო, რადგან მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მქონდა, მათ ვეხმარებოდი“, - თქვა ყოფილმა მილიონერმა.

ჯინი დეპრესიის ზღვარზე იყო, მაგრამ შემდეგ თავისი ერთ-ერთი კურიერის სიტყვები გაახსენდა, რომელმაც უთხრა, რომ უხაროდა ეს სამუშაო, რადგან ის შვილების გამოკვების შესაძლებლობას აძლევდა. მამაკაცი საკვების მიმტანად დასაქმდა და სულაც არ დარდობს დაკარგულ სიმდიდრეზე, რადგან შეუძლია ოჯახი შეინახოს. გარდა ამისა, მან ხელმოკლე ადამიანების დახმარებაც დაიწყო. „ყოველ საღამოს ვხვდები გაჭირვებულებს. ცოტა ხნის წინ ვნახე ოჯახი, რომელსაც ორი კვირაა ნორმალურად არ უჭამია, მეც არ ვარ მდიდარი, მაგრამ ვცდილობ, რითიც შემიძლია, დავეხმარო“  - ამბობს ჯინი.

ჯინი მომხდარს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მალე კვლავ წარმატებული მეწარმე გახდება.