მიკროჩიპებს უკვე ადამიანზეც გამოცდიან

ნეურალინკი

მიკროჩიპებს უკვე ადამიანის ტვინზეც გამოცდიან. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ილონ მასკის კომპანიამ,  Neuralink-მა შესაბამისი უფლება აშშ-ის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტისგან მიიღო.

როგორც ცნობილია, კომპანიამ მოხალისეების ძებნა უკვე დაიწყო. Neuralink-ი განიხილავს ყველა ისეთ პაციენტს, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის, ან ზურგის ტვინის დაზიანების გამო მოძრაობის უნარი შეზღუდული აქვს.

სპეციალისტები პარალიზებული ადამიანების ტვინის იმ მონაკვეთში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მიკროჩიპს ჩასვამენ. 

მათი მტკიცებით, ჩიპის დახმარებით ადამიანს მოძრაობის უნარი აღუდგება.

ასევე ნახეთ:

„არ ვიმჩნევდი ტკივილს, რომელიც საღამოს უფრო ძლიერად დამეწყო...“ - რა შეემთხვა ანუკი არეშიძეს

ულამაზესი წყვილი ხართ... - სანდრო შელიას დაოჯახებას ულოცავენ

VIDEO: „მეოთხე ბევრად საინტერესო იქნება, ვიდრე წინა სეზონები“ - გიორგი ნაზღაიძე „პრაიმ ჰაუსზე“