"მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა..." - დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა, ტანი კი დაანაწევრა (უცხოეთი)

მკვლელობა

მოსკოვის აღმოსავლეთით, შოკის მომგვრელი სურათი აღმოაჩინა პოლიციამ. სამართალდამცველებმა გოლიანოვსკის ტბასთან ახლოს, ჩანთაში ბავშვის ნეშტი იპოვეს.

ცხედარი სკოლის მოსწავლეს ეკუთვნოდა. SHOT- ის აინფორმაციით, ბავშვი, დაახლოებით 6 წლის იყო.

პოლიციის ინფორმაციით, ბიჭის ცხედარი დანაწევრებული იყო; პოლიციამ დააკავა ბავშვის დედა, ელენა ცუცკოვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატებს სინთეზურ კომბინაციებს ურევდა და ისე იღებდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ცუცკოვას პარანოიდული შიზოფრენია აქვს. 

მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად ესმოდათ მისი ბინიდან კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა. ეჭვმიტანილის ორ შვილს სახეზე სილურჯეები და ნაწიბურები აღენიშნებათ.