მეცნიერებმა კიბოს გამომწვევი ასობით ახალი გენი გამოავლინეს

კიბოს უჯრედები

ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ასობით გენი, რომლებიც პოტენციურად ხელს უნდა უწყობდეს კიბოს. 

კიბოს ძირითადად იწვევს გარკვეული ცვლილება ჩვენს გენეტიკურ კოდში, რომელიც ხელს უშლის უჯრედის მიერ საკუთარი თავის ზრდის მართვას. ხშირად, ამ შეფერხებათა მიზანმიმართულმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს სიმსივნის კონტროლიდან გასვლა.

ამ დროისათვის, ცნობილია 600-ზე მეტი გენი, რომლებიც სიმსივნეებს იწვევენ, როდესაც მუტაცია მათ მიმდევრობებს ურევს. თუმცა, კიბო შეიძლება სხვა გზებითაც გაჩნდეს გენის ტრანსკრიფციასა და მის საბოლოო პროდუქტს შორის გზაზე.

ამ დარგში წინა კვლევების უმეტესობა იკვლევდა თავად დნმ-ში მემკვიდრეობით მიღებულ პათოლოგიებს; ახალ კვლევაში კი შეისწავლეს, პათოლოგიები, რომლებიც მაშინ ხდება, როცა დნმ-იდან ინსტრუქციები დანარჩენ სხეულში გადადის.

ბარსელონის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (BIST) მკვლევრებმა სათუთად შექმნილი ალგორითმების გამოყენებით მოძებნეს გენეტიკურ კოდში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც დაკავშირებულია ეგზონებთან — გენეტიკური მიმდევრობის ნაწილებთან, რომლებიც პირდაპირ ცილებად ითარგმნება. 

გენის არამაკოდირებელი ნაწილები, რომლებსაც ინტრონებს უწოდებენ, როგორც წესი, ვარდება მაშინ, როცა ხდება გენის დნმ-ის ტრანსკრიფცია რნმ ვერსიად; ამ პროცესს რნმ-ის სპლაისინგს უწოდებენ. კიბოს უჯრედებს შეუძლია ხელი შეუშალოს სპლაისინგს და წარმოქმნას მუტირებული ცილები სხვა მხრივ ნორმალური, არამუტირებული ცილის გენისგან.

დახვეწილად აგებული ალგორითმების გამოყენებით, ჯგუფმა გამოავლინა 813 ისეთი გენი, რომლებიც სპლაისინგის შემთხვევაში, ხელს უწყობს კიბოს ზრდას.

ეს ახალი, ვრცელი კატეგორია აფართოებს კიბოს წამახალისებელ გენთა სიას; აქამდე არსებული მონაცემებით, ცნობილი იყო მხოლოდ 626 ისეთი გენი, რომლებიც მუტაციის შემთხვევაში სიმსივნეებს იწვევენ. უფრო მეტიც, ყველაზე ფართოდ გამოყენებად კიბოს მუტაციის მონაცემთა ბაზაში შედიოდა „სპლაისინგის“ კლასის მხოლოდ მეათედი; ამ ბაზაში შეტანილია გენები, რომლებიც მუტაციის გზით იწვევენ კიბოს ზრდას.

წყარო: