სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
მეცნიერები 5 000 წლის რეცეპტს აცოცხლებენ, რათა ძველი სტილის პური შექმნან. ამის შესახებ Daily Express წერს.
აღნიშნულია, რომ პური მზადდებოდა უხეშად დაფქული სპელტის ფქვილისგან, ხორბლის უძველესი ჯიშისგან, ოსპის მარცვლებისა და უცნობი მცენარის ფოთლებისგან. ადრეული ბრინჯაოს ხანაში, დღევანდელი ცენტრალური თურქეთის ტერიტორიაზე, ახლად აშენებული სახლის ზღურბლის ქვეშ პურის ნაჭერი იმალებოდა.
ახლა, არქეოლოგებმა ის მრავალი წლის შემდეგ ამოთხარეს და ადგილობრივ ქერის ფერმას რეცეპტის ხელახლა შექმნაში ეხმარებიან. ადგილობრივები რიგში იდგნენ პურის საყიდლად - მრგვალი და ბრტყელი, ბლინის მსგავსი, 12 სანტიმეტრი დიამეტრის.
არქეოლოგმა და გათხრების ხელმძღვანელმა მურატ თურქტეკიმ განაცხადა:
„ეს არის უძველესი გამომცხვარი პური, რომელიც გათხრების დროს აღმოვაჩინეთ და მან ფორმა დიდწილად შეინარჩუნა. პური გათხრების დროს იშვიათი აღმოჩენაა. როგორც წესი, მხოლოდ ნამცეცებს ვპოულობთ ხოლმე.“
ფაქტია, რომ პური შენარჩუნდა, რადგან ის დაიწვა და დამარხეს ძვ.წ. დაახლოებით 3300 წელს აშენებული საცხოვრებლის შესასვლელის ქვეშ. ის 2024 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს და ესქიშეჰირის არქეოლოგიურ მუზეუმშია გამოფენილი.
ამის შემდეგ, გამომცხვარი პირველი პურები, რომლებიც 50 თურქული ლირა ღირდა, რამდენიმე საათში გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ პურის ხელახლა აღმოჩენამ ინტერესი გამოიწვია ხორბლის უძველესი ჯიშების მოყვანის მიმართ, რომლებიც უკეთ ეგუებიან გვალვას.