მეტეოროლოგების საგანგებო გაფრთხილება - იტალიას რთული კვირა ელის

ამინდი - იტალია

იტალიაში, მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, იანვრის მიწურულს საკმაოდ მშფოთვარე და ტურბულენტური პერიოდი ელის.  ატლანტის ოკეანე „არ ისვენებს“ და ამზადებს ორ მნიშვნელოვან ციკლონს, რომლებიც მომავალი კვირის განმავლობაში იტალიის დიდ ნაწილზე მოახდენს გავლენას.

როგორც ქართული მედია, APRIORI.TV წერს, ყველაზე მძიმე დღეებად 27 და 28 იანვარი სახელდება — განსაკუთრებით ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. მოსალოდნელია ინტენსიური ნალექები, ადგილობრივად ჭექა-ქუხილი და ქარიშხლისმაგვარი ქარი ტირენულ და იონიურ სანაპიროებზე.

იტალიური მედიის ინფორმაციით,  27 იანვარს დილა მშვიდი იქნება (ჩრდილოეთში შესაძლებელია ნისლი), მაგრამ შუადღეს, პირველი ციკლონი შემოვა ჩრდილო-დასავლეთიდან. საღამოს და ღამით უამინდობა გავრცელდება ცენტრალურ რეგიონებშიც. ჩრდილო-დასავლეთით მოსალოდნელია თოვლი დაბალ სიმაღლეებზეც კი.

ოთხშაბათი, 28 იანვარი: ეს იქნება ყველაზე რთული დღე. მოსალოდნელია საყოველთაო წვიმა. განსაკუთრებით ძლიერი ნალექი იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთში და ტირენიის სანაპიროზე. შესაძლებელია ლოკალური წყალდიდობები და ძლიერი შტორმი. ალპებში (აღმოსავლეთით) მოთოვს 900 მეტრზე ქვემოთ ჩამოვიდეს, თოვლია მოსალოდნელი აპენინებშიც. იქროლებს ძლიერი სამხრეთის ქარი, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში.

29 - 30 იანვარი
ხუთშაბათი, 29 იანვარი: ციკლონი ნელ-ნელა წავა, თუმცა ამინდი ბოლომდე არ გამოსწორდება. წვიმები შენარჩუნდება კუნძულებზე (სიცილია, სარდინია) და სამხრეთში.

30 იანვარი: უამინდობა კონცენტრირებული იქნება ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი მცირე ხნით გამოიდარებს.

უქმეების პროგნოზი - პროგნოზირებენ მეორე ძლიერი ციკლონის მოსვლას. ამჟამინდელი მონაცემებით, ეს ტალღა უფრო პირდაპირ დაარტყამს ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს, რაც კვლავ გამოიწვევს ძლიერ უამინდობას.

ქართული მედია, ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

„ემიგრანტებო, გადაადგილებისას იყავით ფრთხილად, განსაკუთრებით ავტომობილით მგზავრობისას და ყურადღებით ადევნეთ თვალი ამინდის ოფიციალურ გაფრთხილებებს“, - წერს aprioritv.