მაშველებმა ნანგრევებში მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
1795110063
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთს სანქციების შეჩერების პერსპექტივა შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ მერცმა ხუთშაბათს, ბერლინში, კანცლერის უწყებაში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებების ამოსავალი წერტილი უკრაინაში არსებული ე.წ. შეხების ხაზი უნდა იყოს, თავად უკრაინას კი დასავლური ინტეგრაციის შესაძლებლობა უნდა შეუნარჩუნდეს.
„სანაცვლოდ გამოცხადდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეტაპობრივი, კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული გაუქმება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.