მერცი: უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმა არ შეიძლება იყოს მიღებული ევროპასთან მისი შეთანხმების გარეშე

მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმა არ შეიძლება იყოს მიღებული ევროპასთან მისი შეთანხმების გარეშე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის არანაირი სამშვიდობო გეგმა არ შეიძლება არსებობდეს, თუ ჩვენ არ მივცემთ თანხმობას ევროპულ ინტერესებთან და ევროპულ სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

„უკრაინის ინტერესები ევროპული ინტერესებიცაა და ჩვენ გვსურს, ერთად უზრუნველვყოთ მათი გრძელვადიანი დაცვა“, - აღნიშნა მან.

კერძოდ, მერცის თქმით, ასეთ საერთო ინტერესებს მიეკუთვნება ისიც, რომ კიევი „არ შეიძლება იძულებული იყოს ცალმხრივი ტერიტორიული დათმობებისთვის“.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ „მომავალშიც შეძლოს საკუთარი თავის ეფექტურად დაცვა აგრესიის გამოვლინებებისგან“. ამისთვის მას სჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და პარტნიორების უსაფრთხოების სანდო გარანტიები, დასძინა გერმანიის კანცლერმა.