1795770648
მერცი: რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე საუბარი სურს - ჩვენ ამაზე საუბარი არ გვჭირდება, ის არსებობს, ეს არის, კერძოდ, ნატო და ნატოს ევროპული ნაწილი
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე მოსკოვთან საუბარი საჭირო არ არის, რადგან ის უკვე არსებობს და ძლიერი ნატოთი არის წარმოდგენილი.
მერცის თქმით, ჰელსინკის სამშვიდობო წესრიგი მხოლოდ მოსკოვმა დაანგრია.
„რუსეთს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე საუბარი სურს. ჩვენ ამაზე საუბარი არ გვჭირდება, ის არსებობს. ეს არის, კერძოდ, ნატო და ნატოს ევროპული ნაწილი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, მომავალში ევროპის უსაფრთხოებას პირველ რიგში ძლიერი, გაერთიანებული და ევროპული ნატო უზრუნველყოფს.
German Chancellor Friedrich Merz: Russia wants to talk about questions of a European security architecture. We do not need to talk about that, it exists. That is in particular NATO, and that is the European part of NATO. It was Moscow, and only Moscow, that destroyed the Helsinki peace order. Europe's security will therefore in future be guaranteed first and foremost by a strong, united and European NATO.
— Clash Report (@clashreport) November 13, 2026












