მერცი - რუსეთი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ემუქრება

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ემუქრება.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა ჰააგაში, NATO-ს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ფრდირიხ მერცის შეფასებით, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რესურსების მნიშვნელოვან გაზრდაზე შეთანხმდებიან.

„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რომელიც NATO-სთვის მომავალში ხელმისაწვდომს გახდის 3,5% და 1,5%-ს მისცემს ინფრასტრუქტურისთვის ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ყველაფერი ეს მოხდება დიდი კონსენსუსის საფუძველზე, რადგანაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ საფრთხეებთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა და საფრთხე კერძოდ არის რუსეთი. რუსეთის ემუქრება არ მხოლოდ უკრაინას, რუსეთის ემუქრება მთელ მშვიდობას, და ჩვენი კონტინენტის პოლიტიკურ წესრიგს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.