ირაკლი კირცხალია: უმაღლესი განათლების რეფორმას საპარლამენტო უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა აქვს

ირაკლი კირცხალია

„ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - უმაღლესი განათლების რეფორმას, საპარლამენტო უმრავლესობის უპირობო მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გამართული დებატების დროს.

ირაკლი კირცხალიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვას პასუხი გასცა.

„მადლობა ბატონო პრემიერო ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე ამომწურავი საუბრისა და პასუხებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა რამდენად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიიღო“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.