მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის ბოსი, „ელ მენჩო“ მოკლეს

მექსიკა

მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა უმსხვილესი ნარკოკარტელის ბოსი, „ელ მენჩო“ მოკლეს.

მედიაში გავრცელებული ცნობით, ნარკობარონი, რომლის ოფიციალური სახელი ნემესიო ისეგერა სერვანტესია, დღეს ჰალისკოს შტატში მოკლეს.

59 წლის განგსტერი იყო ლიდერი დაჯგუფებისა, რომელიც ბოლო წლებში მექსიკის ყველაზე მძლავრი და ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია გახდა სახელით „ჰალისკოს ახალი თაობა“.