მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას სრული უფლება აქვს, კუბაში საწვავი გაგზავნოს, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კომერციული მიზნებისთვის

მექსიკის პრეზიდენტი

მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სრული უფლება აქვს, კუბაში საწვავი გაგზავნოს, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კომერციული მიზნებისთვის.

ეს განცხადება კლაუდია შინბაუმმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კუბაში ნავთობის მიწოდებას არ შეუშლის ხელს, მათ შორის, არც რუსეთიდან.

„მექსიკის მთავრობას სრული უფლება აქვს, საწვავი კუბაში გაგზავნოს, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კომერციული მიზნებისთვის, რადგან კუბაში კერძო კომპანიები არსებობს, არის სასტუმროები, სხვა კერძო სტრუქტურებიც, რომლებსაც საწვავი სჭირდებათ. ისინი ეძებენ კერძო მომწოდებლებს, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ეს მთავრობათაშორის ფორმატში მოხდეს. ჩვენთან მოვიდნენ კერძო სუბიექტები, რომლებსაც, მაგალითად, სურთ Pemex-ისგან საწვავის შეძენა და კუბაში კერძო ბიზნესებისთვის მიწოდება“, – აღნიშნა მექსიკის ლიდერმა