1757591883
მექსიკაში ავტოცისტერნის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში გაზით სავსე ავტოცისტერნის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის მერის, კლარა ბრუგადას ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 90 კი დაშავდა.
ცისტერნა ისტაპალაპას რაიონში, მაგისტრალზე აფეთქდა, რასაც აფეთქებების სერია მოჰყვა. ცეცხლი ახლომდებარე 20-მდე ავტომობილს გაუჩნდა.