გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
უკრაინაში, ტერნოპოლის რაიონში, მამაკაცმა თანასოფლელს ესროლა. როგორც მან პოლიციას უთხრა, თანასოფლელი გარეულ ცხოველში აერია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მინდორში 27 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, 58 წლის მამაკაცი და მისი მეგობარი, სანადირო იარაღის სასროლად მინდორზე გავიდნენ.
„შორიდან უცნობი ობიექტის შემჩნევისას კაცმა ის ცხოველად აღიქვა და ერთხელ გაისროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა“,- ნათქვამია განცხადებაში.
მონადირემ მაშინვე უთხრა პოლიციას, რაც გააკეთა. გამოძახებით მისულმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ამავე სოფლის მცხოვრები, 51 წლის კაცი იყო. იარაღი, რომელიც მის მოსაკლავად გამოიყენეს, მსროლელ თანასოფლელს ეკუთვნოდა და რეგისტრირებულიც იყო.
აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 5 წლამდე პირობითი სასჯელი ემუქრება.
ასევე ნახეთ:
PHOTO: სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის, ცაში თვითმფრინავით ღიმილი გამოსახეს