ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი
1777814758
ცოტა ხნის წინ მეგან ფოქსმა პირველი პოეტური კრებული სახელად Pretty Boys Are Poisonous გამოსცა, რომელშიც წარსულის ტრავმულ გამოცდილებებზე ისაუბრა, მათ შორის, ორსულობის შეწყვეტასა და ფიზიკურ ძალადობაზე. მსახიობი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევა ერთ-ერთ ცნობილ ადამიანთან რომანტიკული ურთიერთობისას ჰქონდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.
ფოქსის კრებული 70 ლექსს აერთიანებს და მის ცხოვრებას ეხება. ინტერვიუში ფოქსმა წიგნთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.
„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც შინაგანად მჭამდა და რამე ფორმით გარეთ უნდა გამომეტანა. ხელოვნება საშუალებას გაძლევს, შენს ტკივილს ადგილი მოუძებნო და მისი გადმოცემით შენი გამოცდილება სხვისთვის სასარგებლოდ აქციო.
ბევრად მეტი ლექსი დავწერე, ვიდრე გამოვეცი, რადგან როცა ცნობილი ადამიანი ხარ, იმის ფუფუნება არ გაქვს, რომ მხოლოდ პოეტი გერქვას და ადამიანები შენი პირადი ცხოვრებით მეტისმეტად ინტერესდებიან. ეს რომ არა, ბევრად მეტ რამეს მოვყვებოდი", - ამბობს მეგანი.
ფოქსი ორსულად მისი ამჟამინდელი პარტნიორისგან, რეპერ Machine Gun Kelly-სგან იყო და ამბობს, რომ ორსულობის შეწყვეტის მსგავსი ტკივილი აქამდე ცხოვრებაში არ გამოუცდია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სამი შვილი ჰყავს. მისი თქმით, კელიმ მოტივაცია მისცა, რომ პოეტური კრებული დაეწერა.
ასევე დაგაინტერესებთ:
9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი
„უმძიმესი ტრაგედიაა, წავიდა შვილებთან...“- ავარიის დროს დაღუპული მცირეწლოვანი ძმების მამა