მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება

მეფე ჩარლზი

 აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.

მისი თქმით, მსოფლიო დიდი გაურკვევლობის პერიოდს გადის - ევროპიდან ახლო აღმოსავლეთამდე.

მონარქი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სერიოზულ გამოწვევებს ქმნის და პირდაპირ გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

„დღეს ეს ურყევი ნებისყოფაა საჭირო უკრაინისა და მისი უმამაცესი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მან.