LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებსა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაში“ ცვლილებების შეტანა სურთ, – ამის შესახებ უკრაინული მედია „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ ევროპული კონტრშეთავაზება, სხვა საკითხებთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, უკრაინისთვის აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებას მოიცავს.
გავრცელებული ცნობით, აშშ ამ გარანტიებისთვის „კომპენსაციას“ მიიღებს, თუმცა უცნობია, ეს რა ფორმით მოხდება. გარდა ამისა, ევროპელების შეთავაზების მიხედვით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას და მიყენებული ზიანის კომპენსაციას უნდა მოხმარდეს და ვიდრე მოსკოვი ამას არ დათანხმდება, ისინი გაყინული უნდა დარჩეს.
მედიის ცნობით, ევროპელების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ტერიტორიებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის დისკუსია მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.