მოსკოვსა და მოსკოვის ოლქსა უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს - მედიის ინფორმაციით, არის მსხვერპლი

ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით თავდასხმა იყო

მედიის ინფორმაციით, რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი დაიღუპა.

„უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დომოდედოვოს „მირატორგის“ სადისტრიბუციო ცენტრის ტერიტორიაზე ობიექტები დაზიანდა. სამწუხაროდ, შემთხვევის შედეგად კომპანიის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რუსულ მედიას განუცხადეს, რომ დაშავებულთა რიცხვი ხუთამდეა გაზრდილი, ასევე დაზიანებულია 20 ავტომობილი.

ამასთან, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსსაც, სადაც შვიდი ბინა დაზიანდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 337 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან 91 – მოსკოვის ოლქში.