1746733863
მედიის ცნობით, ჩინეთი აფრთხილებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთის საზიანოდ გააფორმებენ

ჩინეთი აფრთხილებს იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთის საზიანოდ გააფორმებენ. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტროზე დაყრდნობით „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
პეკინში აცხადებენ, რომ პატივისცემით ეკიდებიან ქვეყნების მისწრაფებას, გადაწყვიტონ სავაჭრო დავები აშშ-თან, თუმცა „წინააღმდეგი არიან, რომ რომელიმე მხარემ შეთანხმება ჩინეთის ინტერესების ხაჯზე გააფორმოს“.
„ასეთი რამ თუ მოხდება, პეკინი არასდროს დათანხმდება ამას და მიიღებს გადამჭრელ საპასუხო ზომებს. ჩინეთი მზად არის სოლიდარობისა და კოორდინაციის გაძლიერებისთვის ყველა მხარესთან, დაშინების ცალმხრივ აქტებზე ერთობლივი რეაგირებისთვის და წინააღმდეგობის გასაწევად“, – აცხადებენ ჩინეთის კომერიციის სამინისტროში.
ცნობისთვის, მანამდე „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობა აპირებს სხვადასხვა ქვეყანასთან ტარიფების მოხსნის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მოსთხოვოს ამ სახელმწიფოებს ჩინეთთან ვაჭრობის შეზღუდვა. გამოცემა წერს, რომ თერთი სახლი მოითხოვს უცხო ქვეყნებისგან, აუკრძალოს ჩინეთს მათი ტერიტორიის გავლით პროდუქციის გადატანა, არ დაუშვან ჩინური კომპანიების ოფისების გახსნა და არ შეატანინონ საკუთარ ბაზარზე ჩინელებს იაფფასიანი სამრეწველო კომპონენტები.