მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს

trampi

გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს რუს და უკრაინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს, რომლებშიც ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.

„მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლები მას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრება“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ სატელეფონო ზარები, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს შედგება.

ტრამპის სპეცწარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერში 5 სექტემბერს მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც პუტინს შეხვდნენ, მეორე დღეს კი კიევში ჩავიდნენ, სადაც მოლაპარაკებები უკვე ზელენსკისთან გამართეს.