გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის ანდობს მთავრობის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, კვირას მიიღებს გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ მიანდობს მთავრობის ჩამოყალიბების შანსს, თუ მის მთავარ კონკურენტს, გადი აიზენკოტის პარტია „იაშარს“.
მედიის ცნობით, ჰერცოგმა ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოლაპარაკებები გამართა ისრაელის პარლამენტის არჩეულ ფრაქციებთან, რომლის დროსაც პარლამენტის 120 წევრიდან 67-მა მხარი დაუჭირა ეიზენკოტს, ხოლო 46-მა – ნეთანიაჰუს.
როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში ჰერცოგმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „კონსულტაციების შედეგები შეიძლება, ნათელი ჩანდეს“, არსებობდა „ურთიერთვეტო ბლოკებს შორის და თავად ბლოკების შიგნით“, რაც ართულებს იმის თქმას, ვის აქვს მთავრობის ფორმირების საუკეთესო შანსი.
მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰერცოგი კანდიდატს დაასახელებს, მას მთავრობის ფორმირების მცდელობისთვის მაქსიმუმ 42 დღე ექნება. ახალი კოალიციის შექმნამდე ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება.
ცნობისთვის, ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით, პირველ ადგილზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ გავიდა 27 მანდატით. ნეთანიაჰუსა და მის მოკავშირე პარტიებს 120-ადგილიან პარლამენტში, ჯამში, 53 მანდატი აქვთ, მისი მოწინააღმდეგე პარტიების კოალიცია „იაშარს“ – 48 მანდატი, არაბულ პარტიებს კი – 19 მანდატი. შედეგად, არაბული პარტიები მთავრობის ფორმირების პროცესში, შესაძლოა, გადამწყვეტი ძალა აღმოჩნდნენ.
ახლა ისრაელის პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ქნესეთის რომელ წევრს მიანდოს მთავრობის ფორმირება. ამასთან, პრეზიდენტი ვალდებული არ არის, მთავრობის ფორმირება არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტიის ლიდერს დაავალოს. მას შეუძლია, არჩევანი გააკეთოს იმ კანდიდატზე, რომელსაც სხვა პარტიებთან შეთანხმებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის მეტი შანსი აქვს.