1776887309
მედია: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა
ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდშიმონაწილეობაზე. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
უარის თქმის მიზეზად, ირანულმა მხარემ ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლა და მიმდინარე საზღვაო ბლოკადა დაასახელა.
ცნობისთვის, მანამდე, 19 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ.











