26 იანვრიდან კანონში ცვლილებები შედის! - ვის შეეხება ახალი რეგულაცია
1769253400
აშშ-ის ხელისუფლებამ დიდთოვლობის გამო სულ მცირე 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ალაბამას, არკანზასის, დელავერის, ჯორჯიის, კანზასის, კენტუკის, ლუიზიანის, მერილენდის, მისისიპის, მისურის, ნიუ ჯერსის, ნიუ-იორკის, ჩრდილოეთ კაროლინის, პენსილვანიის, სამხრეთ კაროლინის, ტენესის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებში.
დიდთოვლობა აშშ-ს გუშინ დაატყდა თავს. უამინდობის გამო 8 300 ფრენაა გაუქმებული. ვაშინგტონში სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. მედიის ინფორმაციით, უამინდობა 180 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.