მძღოლმა 1 და 2 წლის ბავშვები გზაზე იპოვა - პოლიციამ მშობლები დააკავა (უცხოეთი)

ბავშვი

საბერძნეთში დააკავეს წყვილი, 48 წლის მამაკაცი და 22 წლის ქალი, რომელთაც ბავშვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებათ ბრალად.

მძღოლმა 1 და 2 წლის, ბავშვები გზაზე იპოვა, ბავშვები ასფალტზე მიცოცავდნენ, სრულიად მარტოები იყვნენ.

მამაკაცმა დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში და ბავშვების შესახებ შეატყობინა. ოფიცრებმა მალევე მიაგნეს მათ მშობლებს, რომლებიც დააკავეს. როგორც გაირკვა, მათ პოლიციას განუცხადეს, რომ ბავშვები დეიდასთან დატოვეს, რომელიც 12 წლის არის.

48 წლის ალბანელი მამაკაცი და 22 წლის ბულგარელი ქალი პატიმრობაში რჩებიან.