მასუდ ფეზეშქიანი, აბას არაღჩისთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა

მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში ჩავიდა.

ამასთან ცნობილია, რომ მასთან ერთად ირანის დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაერო-ს შტაბ-ბინაში გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მივიდა.

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სიტყვით 23 სექტემბერს დილის სესიაზე გამოვა.

იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, ნიუ იორკში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდეს.