უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი 2026 ფინანსური წლისთვის არამიზნობრივი ხარჯებისა და თაღლითობის ფაქტების შემცირებით 150 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს.
აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართავდა.
„თქვენი ფანტასტიკური ლიდერების, ამ არაჩვეულებრივი კაბინეტისა და ნიჭიერი გუნდის წყალობით, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ არამიზნობრივი ხარჯების და თაღლითობის ფაქტების შემცირების ხარჯზე 2026 ფინანსური წლისთვის 150 მილიარდი დოლარის დაზოგვას ველოდებით. აბსურდულია ის, რომ შემწეობას იღებდნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულან. ეს სიგიჟეა. ბევრი მეკითხება ვაპირებ თუ არა არამიზნობრივი ხარჯების და თაღლითობის მოძიებას სამთავრობო წრეებში. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა მასკმა.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211