1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოლდოვის მოსამართლეთა ასოციაციამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ მართლმსაჯულების პროცესში ჩარევასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა.
29 დეკემბერს ტელეკომპანია Moldova 1-ზე გამოსვლისას, მაია სანდუმ მოსამართლეები გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გააკრიტიკა.
„სანდუმ განაცხადა, რომ შეფასება, რომელსაც მალე მისცემენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დამოკიდებული იქნება მათ მიმდინარე მუშაობაზე. შეგახსენებთ, რომ სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის თანახმად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების გამიჯვნა მოლდოვის რესპუბლიკის, როგორც სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპია. გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა მხოლოდ კანონს ექვემდებარება. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩარევა მიუღებელია“ - განაცხადეს მოლდოვის მოსამართლეთა ასოციაციაში.
მოლდოვის მოსამართლეთა ასოციაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მართლმსაჯულების სფეროში აუცილებელ რეფორმებს.