„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
აშშ-ის პრეზიდენტი ნარკოტერორისტულ ორგანიზაციებს ომს გამოუცხადებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
მარკო რუბიოს თქმით, ტრამპს აქვს უფლება, გაანეიტრალოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მოსალოდნელი საფრთხეები.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სამხედრო ზომების მიღებას ნარკოტიკების გადაზიდვების შესაჩერებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო წყლებში ვენესუელური ბანდა „ტრენ დე არაგუას“ ნარკოტიკებით დატვირთულ გემზე იერიში მიიტანეს და 11 ტერორისტი გაანადგურეს.