„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
ევროპელი ლიდერების სამიტზე, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს, ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 000 სამხედროს გაყვანის თაობაზე. რუტემ აღიარა ვაშინგტონის „იმედგაცრუება“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები ამერიკის მოთხოვნებს უკვე პასუხობენ.
მარკ რუტეს თქმით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ტრამპისგან „გზავნილი მიიღეს“ და ამჟამად სამხედრო ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციაზე მუშაობენ.
„ამერიკული მხრიდან იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ევროპელებმა მოუსმინეს მათ. ახლა ისინი უზრუნველყოფენ ყველა ორმხრივი შეთანხმების შესრულებას“, - განაცხადა მარკ რუტემ.