1757179938
მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერ, მარინ ლე პენის თქმით, საფრანგეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საბიუჯეტო პრობლემებს ვერ გადაჭრის და ქვეყანას „ინსტიტუციურ ჩიხში“ შეიყვანს.
მისივე განცხადებით, საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ინტერესი ახლა პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
მარინ ლე პენმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და მისცეს ქვეყანას არჩევანის უფლება. მისივე თქმით, პარლამენტის დაშლა არა ვარიანტი, არამედ ვალდებულებაა.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბაურუმ თავად მოახდინა ამ საკითხის ინიცირება იმ ფონზე როდესაც მთავრობას საფრანგეთის სახელმწიფო ვალის შესამცირებლად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს.