„გაზის მიწოდება 7600 აბონენტს შეუწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1743609832
მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონს შეწყალებას არ სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ბირთვულ იარაღს“ შეადარა, რომელიც მისი მიმართულებით სისტემამ ისროლა.
„ისინი თუ ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ძლიერ იარაღს იყენებენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების ზღვარზე ვართ“, – აღნიშნა ლე პენმა.
მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ სასამართლოს განაჩენი არ ნიშნავს მის წასვლას პოლიტიკური ცხოვრებიდან. მისივე თქმით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ არ დაუშვებს, რომ ფრანგ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნები მოჰპარონ.
ცნობისთვის, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.