ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ახალგაზრდა ქალი საკუთარ მამას, ჯოზეფ ფრიტცლის 24 წლის განმავლობაში სარდაფში გამოკეტილი ჰყავდა და მასზე გამუდმებით სექსუალურად ძალადობდა. ელისაბედ ფრიტცლის მამისგან 7 შვილი ჰყავს. ამ ბავშვების არსებობა არავინ იცოდა. ჯოზეფი ინჟინერი და „ყურადღებიანი“ მამა იყო. თუმცა შინაგანად ნამდვილი მონსტრი, რომელმაც შვილთან სექსუალური ხასიათის ქმედებები ჯერი კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ელისაბედს 11 წელი შეუსრულდა.
ეს ყველაფერი ოჯახში, დედის თვალწინ ხდებოდა, თუმცა ქალს ეჭვიც არ გასჩენია, რა იმალებოდა მისი სახლის ჭერქვეშ. როცა სექსუალური შევიწროვება ინცესტში გადაიზარდა, მამამ ელისაბედი სარდაფში გამოკეტა. ელისაბედი დაკარგულად გამოცხადდა, თუმცა მამამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ელისაბედისგან წერილი მიიღო. თითქოს წერილში ეწერა, რომ ის ერთ-ერთ სექტაში გაწევრიანდა და მშობლებს სთხოვა, აღარ ეძებნათ.
ამის შემდეგ ელისაბედის ძებნა შეწყდა. სამაგიეროდ მამა თითქმის ყოველდღე ნახულობდა მას სარდაფში და მასთან სექსუალურ ცხოვრებას აგრძელებდა. გოგონამ მამისგან 7 ბავშვი გააჩინა. აქედან სამს მზის სინათლე არასოდეს უნახავს. მეოთხე ბავშვი დაბადებიდან სამ დღეში რესპირატორული პრობლემებით გარდაიცვალა, რადგან სამედიცინო მომსახურება ვერ გაუწიეს. დანარჩენი სამი ბავშვი კი ჯოზეფისა და მისი ცოლის სახლში იზრდებოდნენ. ჯოზეფმა ისე დაგეგმა, ვითომ ბავშვები კართან დაუტოვეს. მშობლები ამბობდნენ, რომ ბავშვები კართან "ალბათ" მათმა დაკარგულმა ქალიშვილმა დატოვა.
ამბავი 2008 წელს გამჟღავნდა. ელისაბედის უფროსი ქალიშვილი ძალიან ავად გახდა და მან აიძულა მამამისი, საავადმყოფოში წაეყვანა ბავშვი. პირველი ეჭვები სწორედ კლინიკას გაუჩნდა. ვინაიდან დაავადება გენეტიკურ ფაქტორებს უკავშირდებოდა, ჯოზეფი იძულებული გახდა, ექიმებისთვის ელისაბედიც წარედგინა. საბოლოოდ, ექიმებმა პოლიცია ჩართეს საქმეში და მამა-შვილი დააპატიმრეს. როცა ელისაბედი დარწმუნდა, რომ მამასთან არც მას და არც მის შვილებს არ დააბრუნებდნენ, გამოძიებას 24-წლიან ტყვეობაზე უამბო.
73 წლის ჯოზეფ პრიტცლის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ინცესტში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სექსუალურ ძალადობაში, მონობასა და დაუდევრობით გამო ჩვილის სიცოცხლის მოსპობაში. ელისაბედი და მისი შვილები კი სახელმწიფოს დახმარებით შეცვლილი გვარ-სახელებით ქვეყნის სხვა რეგიონში გადასახლდნენ. მათი ვინაობა და ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.
ასევე ნახეთ:
„პირველ შვილს დღემდე ვეძებ და ვერ გავდივარ კვალზე, ახლა 42 წლის იქნება...“ - დათო ევგენიძე
რა ნივთები არ უნდა გადაყაროთ სახლიდან, რომ ამას უბედურება არ მოჰყვეს
დაათვალიერეთ, 10 მილიონზე მეტად შეფასებული სახლი, რომელიც საახალწლოდ ასე მორთეს