მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ყოფილმა საცოლემ მასზე მისი თანხმობის გარეშე იქორწინა

ქორწინება

ტეხასელმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ყოფილმა საცოლემ მასზე მისი თანხმობის გარეშე იქორწინა.

42 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ 36 წლის კრისტინ მარი სპირმანთან მჭიდრო ურთიერთობაში იყო და დაქორწინებას აპირებდა, თუმცა წყვილმა იკამათა და ქორწილიც ჩაიშალა. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ყოფილ საცოლეს სხვა გეგმები ჰქონდა.

ამ თვის დასაწყისში, შეყვარებულთან დაშორებიდან  რამდენიმე დღეში, 42 წლის მამაკაცმა Bath & Body Works-ისგან საჩუქრების პაკეტი მიიღო, რომელშიც რამდენიმე პროდუქტი იყო: 13 ივნისით დათარიღებული ქორწინების მოწმობის ასლი, მისი ყოფილი საცოლის ფოტო, რომელსაც ხელში მათი კავშირის ლეგალური დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭირა.

როგორც წესი, წყვილი ქორწინების მოწმობის მისაღებად პირადად უნდა გამოცხადდეს და ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ამ უჩვეულო შემთხვევაში, კრისტინ მარი სპირმანმა, სავარაუდოდ, მოახერხა და ადგილობრივ მოძღვარს ქორწინება დაამოწმებინა. შემდეგ მან დამოწმებული ქორწინების მოწმობა ადგილობრივი ოლქის მდივნის ოფისში წაიღო და მოწმობა ოფიციალურ პირებს წარუდგინა. 

ოლქში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა. ახლა მამაკაცი საქმის გამოსწორებას ცდილობს.