„დავუშვი შეცდომა და ის მივიღე, რასაც ვიმსახურებდი“ - თამო ვაშალომიძე
1764088302
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაუპირისპირდა სამშვიდობო გეგმის პირობებს, რომლის თაობაზეც ვაშინგტონს სურს მოლაპარაკებების გამართვა უკრაინასთან, მოუწოდა რა ევროპელებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მაკრონმა განაცხადა, რომ „ევროპელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“ რუსეთის სახელმწიფო აქტივების გამოყენების შესახებ, რომელთა უმეტესი ნაწილი ბელგიაში ინახება.
შეერთებული შტატების მიერ გასულ კვირას შეთავაზებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს წინადადებას, რომ ეს აქტივები გამოყენებულ იქნას უკრაინის აღსადგენად ამერიკის ხელმძღვანელობით, ზავის დადების შემდეგ.
„ევროპელები არიან ერთადერთნი - რადგან ეს [აშშ-ის] გეგმაშია - ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რას ვიზამთ რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროპელები ინახავენ“, - განაცხადა მაკრონმა.