მაკრონი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს დარტყმები სამიზნეებზე, რომლებიც არ უკავშირდება ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს დარტყმები სამიზნეებზე, რომლებიც არ უკავშირდება ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებს.

საფრანგეთის ლიდერი ევროპელ პარტნიორებთან ერთად ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის წინადადებას უჭერს მხარს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასასრულს, მაკრონმა საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ „მომდევნო დღეებში მოამზადოს ინიციატივა ამ მიმართულებით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით“.