მაიკლ ფლინი: ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც ტრამპს უბიძგებს, გააკეთოს ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს

მაიკლ ფლინი

ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს, - წერს გენერალი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელში X.

ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც სხვა ლიდერებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არის გამოსახული და აღნიშნავს, რომ პუტინი სურათზე იზოლირებულად სულაც არ გამოიყურება.

„ყველა ის ბრწყინვალე ნეოკონსერვატორი და გეოპოლიტიკური მრჩეველი, რომელიც დონალდ ტრამპს უბიძგებს გააკეთოს ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს, ამერიკას ისეთ ომში ჩაითრევს, რომელიც არ გვჭირდება და რომელიც შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდად დასრულდეს. თუ ევროკავშირს უნდა ეს არეულობა, მათი იყოს. მეტი სიკვდილი, მეტი ხარჯი და ევროპელი ლიდერების მეტი ქედმაღლობა გამარჯვებას ვერ მოიტანს. ამერიკამ ამ არეულობიდან გამოსავალი ძალიან სწრაფად უნდა იპოვოს“, - მიიჩნევს გენერალი.