1693764619
ლონდონში, პროპალესტინური აკრძალული ორგანიზაციის მხარდამჭერ აქციაზე 900-მდე პირი დააკავეს

ბოლო მონაცემებით, 900-მდე პირია დაკავებული ლონდონში, პროპალესტინური აკრძალული ორგანიზაციის მხარდამჭერ აქციაზე.
დაზუსტდა ის მუხლებიც, რომლის დარღვევაშიც დემონსტრანტებს ადანაშაულებენ: 857 პირს ტერორიზმთან დაკავშირებით არსებული კანონის უგულებელყოფაში, 33-ს კი პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ ბრალს.
ანტიტერორისტული კანონმდებლობის ფარგლებში, ბრიტანულმა სასამართლომ ორგანიზაცია ივლისში აკრძალა, მიზეზი მისი ზოგიერთი წევრის მიერ საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმა გახდა.