ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „სეროიზულამდე“ გაიზარდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, ტერორიზმის ერთობლივი ანალიზის ცენტრმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიზულამდე“ გაზარდა. ბრიტანეთის მთავრობის თქმით, საფრთხის დონის გაზრდა ნიშნავს, რომ თავდასხმის ალბათობა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მაღალია.
გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვითარებას ეხმაურება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც. მისი თქმით, მთავრობა გააძლიერებს პოლიციის ჩართულობას, გაზრდის ინვესტიციებს ებრაული უსაფრთხოების სამსახურებში და შემოიტანს უფრო ძლიერ რეგულაციებს ანტისემიტური ექსტრემიზმის ხელშემწყობი საქველმოქმედო ორგანიზაციების დახურვისთვის. მისივე თქმით, მთავრობა ასევე ხელს შეუშლის „სიძულვილის მქადაგებლების“ ქვეყანაში შესვლას და აუკრძალავს მათ უნივერსიტეტის კამპუსებში, დიდი ბრიტანეთის ქუჩებსა და თემებში შესვლას.
ცნობისთვის, 29 აპრილს ლონდონში, გოლდერს გრინში დანით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც ორ ებრაელ მამაკაცს თავს დაესხნენ. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 45 წლის ესა სულეიმანია, რომელიც დიდ ბრიტანეთში სომალიდან 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა. ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ 29 აპრილს მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ ინციდენტად გამოაცხადა.