ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერ აქციაზე 325 ადამიანი დააკავეს

აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერ აქციაზე 325 ადამიანი დააკავეს

ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც აკრძალულ ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედებას“ უჭერდნენ მხარს, პოლიციამ 325 ადამიანი დააკავა.

ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან გამართულ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 320 პირს ტერორიზმის შესახებ კანონმდებლობით აკრძალული ორგანიზაციის მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვას ედავებიან.

ჯამში, ორგანიზაციის აკრძალვის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში სულ მცირე, 4000 ადამიანი დააკავეს. ორგანიზაცია „პალესტინის მოქმედება“ დიდ ბრიტანეთში 2025 წლის ივლისში აიკრძალა.

დაკავებები გააკრიტიკა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ბრიტანულმა წარმომადგენლობამ, რომელმაც მთავრობას „პალესტინის მოქმედების“ აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდა.

✕