LIVE: სკანდალურ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა - განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის სასამართლო

სალტანატ ნუკენოვა

ასტანაში, გრძელდება სასამართლო პროცესი 31 წლის სალტანატ ნუკენოვას სასტიკ მკვლელობის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი. 

დღეს , პირველად გამოიძახეს მეორე ბრალდებულის ნაცნობი ექიმი, რომელსაც ტრაგედიის დღეს რამდენჯერმე დაუკავშირდა ბრალდებული ბაიჯანოვი (რესტორნის, სადაც მკვლელობა მოხდა, დირექტორი). ადვოკატმა ექიმს ჰკითხა, რატომ არ გაითვალისწინა ბაიჯანოვის თხოვნა და არ მივიდა რთულ მდგომარეობაში მყოფი 31 წლის ქალის სანახავად. რაზედაც მან უპასუხა, რომ მან ჩათვალა საქმე სასმელით ინტოქსიკაციას ეხებოდა და ამიტომ ურჩია სასწრაფო გამოეძახებინა.

ექიმის დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სკანდალური სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.

სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.

სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.

მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.

1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.

9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.

11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.