ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო პორტუგალია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალ მექანიზმს შეიმუშავებს

ლისაბონი

ლისაბონში, ფუნიკულიორზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო პორტუგალია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალ მექანიზმს შეიმუშავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ლისაბონის საქალაქო საბჭომ ექსპერტთა ჯგუფს უკვე დაავალა იმ ახალი მექანიზმის შემუშავება, რომელიც „გლორიას“ ფუნიკულიორის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ფუნიკულიორის განახლებამდე „გლორია“ დაკეტილი დარჩება.

ცნობისთვის, ფუნიკულიორ „გლორიაზე“ ვაგონი რელსებიდან გადავიდა და 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მექანიკური მუხრუჭების გააქტიურების მიუხედავად, ავარია 50 წამში მოხდა, რადგან მას ფუნიკულიორის გასაჩერებლად საკმარისი სიმძლავრე არ ჰქონდა, ზედმეტი უსაფრთხოების სისტემა კი არ არსებობდა. ფუნიკულიორი, რომელიც 1885 წელს გაიხსნა, 265 მეტრის მანძილს ფარავს და მგზავრობა სამ წუთს გრძელდება.