ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

რაკეტა

ორმა რუსულმა თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ლიეტუვის შეიარაღებული ძალებში განაცხადეს.

შეიარაღებული ძალების ცნობით, ინციდენტი 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული თვითმფრინავები ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 18 წამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი საჰაერო სივრცე დატოვეს.

ინციდენტზე რეაგირების მიზნით აფრინდა ესპანეთის საჰაერო ძალების საჰაერო ძალების ორი Eurofighter Typhoon ავიაგამანადგურებელი, რომლებიც ნატო-ს საჰაერო საპატრულო მისიას ასრულებდნენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს და სამხედრო თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრას. ბოლო დროს ვხედავთ ასეთი ინციდენტების რაოდენობის ზრდას, არა მხოლოდ ლიეტუვაში. ეჭვგარეშეა, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი საჰაერო სივრცის უხეში დარღვევაა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის რეაგირების გარეშე დატოვება. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეჭვი არ მეპარება, ძალიან მალე დაიბარებს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს და გადასცემს საპროტესტო ნოტას“, – განაცხადა ნაუსედამ.