ლიეტუვაში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ლიეტუვაში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა.

ავიაკატასტროფის მომენტში თვითმფრინავში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა - ორი პილოტი და ორი ტექნიკური თანამშრომელი. მედიის ცნობით, ადგილზე მისულმა მაშველებმა პილოტის გადარჩენა შეძლეს. დანარჩენი ადამიანების მდგომარეობა უცნობის.

ლიეტუვური მედია აღნიშნავს, რომ ვილნიუსის აეროპორტის განრიგის მიხედვით, ავიაკატასტროფის დროს საფოსტო გზავნილების კომპანიის DHL-ის კუთვნილი თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო.